Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დააპატიმრეს ფეთულა გიულენის "მარჯვენა ხელი"


თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დააპატიმრეს ემიგრაციაში მყოფი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის „მარჯვენა ხელად“ წოდებული, ჰაილ ჰანსი. გიულენს ანკარა ადანაშაულებს, რომ პუტჩის მცდელობა მისი ორგანიზებული იყო. ჰანსი პუტჩის მცდელობამდე ჩავიდა თურქეთში. 23 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ დააპატიმრეს აბდულა გიულენის ძმისშვილი, მუჰამად საით გიულენი. 24 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 15 ივლისის პუტჩის მცდელობასთან კავშირში დააპატიმრეს ეჭვმიტანილი 13 ათასზე მეტი პირი, მათ შორის 126 გენერალი.

XS
SM
MD
LG