Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში სროლისას დაიღუპა პოლიციელი


სომხეთის ხელისუფლების ცნობით, 30 ივლისს ერევნის ცენტრში დაიღუპა პოლიციის თანამშრომელი. მას ესროლეს იმ შენობიდან, სადაც გამაგრებულია შეირაღებული ოპოზიციური ჯგუფი. პარასკევს ერევნის ცენტრში პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილისა და დემონსტრანტების შეტაკების შედეგად დაშავებულია, სულ ცოტა, 75 კაცი. 20 დემონსტრანტი, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდნენ ერევნის პოლიციის შენობაში გამაგრებულ შეიარაღებულ პირებს, პოლიციამ დააკავა. შეტაკების დროს, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შედეგად დაშავდა რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის სამი ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა. სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გამოძიებულ იქნება. სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას.

XS
SM
MD
LG