Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოსახლეობა აპროტესტებს კომუნიკაციის გარეშე დაწყებულ პროექტს


აბის დასახლებაში გორის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის პროტესტი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ქუჩაზე ამორტიზებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების შესაცვლელად არაფერი კეთდება, მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა კი ძველი გაყვანილობა უფრო მეტად დააზიანა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ადასტურებენ, რომ აბის დასახლებაში წყალმომარაგებისა და წყალგადინების მილები მოძველებულია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო რამიშვილი ახალციხის ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ გორის ქუჩაზე არსებული სისტემის შესაცვლელად პროექტი მზადაა და კომპანია დაფინანსებას ელოდება.

ახალციხეში გორის, ფალიაშვილისა და ერევნის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ახალციხის მერია უზრუნველყოფს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მესხეთავტოგზა“ ასრულებს:

„მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „მესხეთავტოგზას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ახალციხეში გორის, ფალიაშვილისა და ერევნის ქუჩების გზის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“.

როგორც მერიაში განმარტავენ, გზის საფარის დაგება არ შეჩერდება. იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, წყალგაყვანილობის დროს დაზიანებული გზის საფარის აღდგენაზე პასუხისმგებლობას თავად კომპანია აიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG