Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილის დედა პოლიციელს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სდებს ბრალს


სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცველს ადანაშაულებს. ნანა სტურუას თქმით პოლიციელი მის შვილზე სისტემატიურად ფიზიკურად ძალადობდა, რასაც დემურ სტურუამ ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დემურ სტურუამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში მოიკლა თავი. 22 წლის მამაკაცმა გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციელს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG