Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლსა და ანკარაში დააკავეს მედიის სფეროში მომუშავე ცხრა პირი


სტამბოლის პროკურატურამ გასცა 35 ადამიანის, მათ შორის ჟურნალისტების დაკავების ორდერი. სამართალდამცველებმა ჩაატარეს რეიდები სტამბოლსა და ანკარაში და, გამოძიებისას გამოკვეთილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, დააკავეს ცხრა პირი, რომელთა შორის გაზეთ „ჰიურიეთის“ თანამშრომელიც არის. მედიის სფეროში მომუშავე ამ პირებს თურქეთის ხელისუფლება ამერიკაში მცხოვრები ფეთულა გიულენის მოძრაობის პროპაგანდაში ადანაშაულებს. თავად გიულენი ბრალდებულია 15 ივლისის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში. ამბოხების შემდეგ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანის ხელისუფლებამ 53 ჟურნალისტი დააკავა.

XS
SM
MD
LG