Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: რევაზ შავიშვილი


რევაზ შავიშვილი - "ეროვნული ფორუმის" (N26) პროგრამაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:20:27 0:00

9 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რევაზ შავიშვილი, "ეროვნული ფორუმის" (N26) პოლიტსაბჭოს წევრი. მან მსმენელს გააცნო პარტიის პოზიციები პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ამ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პროგრამაში ვრცლად არის წარმოდგენილი.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას რევაზ შავიშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს როლის განსაზღვრაზე და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მნიშვნელობაზე. მან განმარტა, რას ემყარება "ეროვნული ფორუმის" უსაფრთხოების კონცეფცია: "რუკასაც რომ დავხედოთ, ნახავთ, რომ სტამბოლიდან ინდოეთამდე საქართველო ერთადერთი დემოკრატიაა - პატარა ქვეყანა, მაგრამ - ერთადერთი. შესაბამისად, ერთადერთი დასაყრდენია მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში დასავლეთისთვის და ერთადერთი კავშირი დასავლეთთან აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის". რევაზ შავიშვილის თქმით, "საქართველომ უნდა შეასრულოს არა სატრანსპორტო დერეფნის და არა იმდენად სატრანსპორტო დერეფნის როლი, არამედ მშვიდობის დიდი გამტარის როლი. ყველა ომი მშვიდობით მთავრდება. ეს აქსიომაა. დღეს ომია მთელ მსოფლიოში და საქართველო აი, ამ რეგიონშია - დიდი ახლო აღმოსავლეთი დავარქვათ". ასეთ ვითარებაში რევაზ შავიშვილი აღნიშნავს საქართველოს პოზიტიურ ურთიერთობას რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რასაც შეუძლია ის აქციოს არა მხოლოდ მშვიდობის ინიციატორად, არამედ მასპინძლადაც კი: "თუ ჩვენ არ დავასაქმეთ საგარეო სფეროში ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვერ დავასაქმებთ საშინაო სფეროში ჩვენს მოსახლეობას იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები". რევაზ შავიშვილი აცხადებს, რომ ხელოვნურია დღეს დისკუსია საქართველოს საგარეო კურსზე, რადგან, მისი თქმით, ქართველმა ერმა არჩევანი ორი ათასი წლის წინ გააკეთა და დღეს ის არის ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ""ეროვნული ფორუმი" ამ არჩევნის შეცვლას არ აპირებს და საქართველო არასდროს შეცვლის ამ არჩევანს. რუსეთი ყოველთვის იყო დამპყრობელი საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა, მასთან ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული, თუ არა". ამასთან, რევაზ შავიშვილი ლაპარაკობს დღეს დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორის - რუსეთის სტაბილიზაციის ერთ-ერთ ფაქტორად გადაქცევის ურთულეს ამოცანაზე. ეკონომიკის ნაწილზე საუბრისას, "დილის საუბრების" სტუმარმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობის პრობლემას. ის თვლის, რომ ასეთი გეგმის შექმნა ერთი პარტიის საქმე არ არის, არამედ - ყველასი ერთად. ამ კონტექსტში მან წამოჭრა და განმარტა პროგრამული ბიუჯეტირების შემოღების საკითხიც. რევაზ შავიშვილმა ილაპარაკა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე და ბიუჯეტიდან "სტარტაპების" დაფინანსების წყაროებზე. "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი შეეხო დიფერენცირებულ საგადასახადო სისტემაზე გადასვლის საკითხსაც და განმარტა რა იქნება მიზანი და რას დაეფუძნება დიფერენციაცია. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ანტიმონოპოლური კანონის შექმნის აუცილებლობასაც. სოციალური დაცვის პოლიტიკაზე საუბრისას, რევაზ შავიშვილმა პირველადი ჯანდაცვის განვითარების საჭიროებას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მნიშვნელოვანია, თუმცა, ხარჯი გაცილებით რაციონალური იქნება პირველადი ჯანდაცვის განვითარების პირობებში. "ეროვნული ფორუმი" თვლის, რომ პენსიის ოდენობა უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 25%-ით. ამ გათვლის განმარტებას "დილის საუბრების" ჩანაწერში მოისმენთ.

რევაზ შავიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:20:30 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG