Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ხორვატიის მოსახლეობა 11 სექტემბერს კენჭს უყრიდა პარლამენტს, რომელსაც ამ ქვეყანაში ბოლო წელიწადში უკვე მეორედ ირჩევენ, რათა ბოლო მოეღოს პოლიტიკურ გაურკვევლობას ევროკავშირის ყველაზე ახალ წევრ ქვეყანაში. 11 სექტემბრის არჩევნების დანიშვნა საჭირო გახდა, როცა მემარჯვენე მთავრობამ, რომელსაც კონსერვატორული, ხორვატიის დემოკრატიული კავშირს პარტია განაგებდა, დაიშალა ივნისში ექვსთვიანი მმართველობის შემდეგ.პოლიტიკურმა ჩიხმა გამოიწვია რეფორმების გატარების გადადება. წინასაარჩევნო პერიოდის გამოკითხვებით, ოთხი პარტიისგან შემდგარი ალიანსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობით ალბათ 60 მანდატს მოიპოვებს 151 წევრიან პარლამენტში, ხოლო დემოკრატიული კავშირი, ნაკლებს.

XS
SM
MD
LG