Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ კიკნაძე


22 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ კიკნაძე, "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" (N7) წარმომადგენელი. „ჩვენი პარტია არ არის არც მკვეთრად პრორუსული და არც მკვეთრად პროდასავლური. ეს არის ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი პარტია“, - აცხადებს თამარ კიკნაძე. ის თვლის, რომ საქართველომ უნდა აწარმოოს პრაგმატული პოლიტიკა: „ჩვენ განუხრელად გვესმის, რომ ნატოში გველოდებიან, ევროკავშირში გველოდებიან და მოსახლეობა, უბრალოდ, დაიღალა ამ მოლოდინით. „ოლიმპოდან“ ცოტა სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი. ზოგიერთ მოქალაქეს ჰქონდა ის შეგრძნება, რომ ის სიკეთეები, რომლებსაც მმართველი გუნდი სთავაზობს, მასთან არ მიდის“. თამარ კიკნაძე ამბობს, რომ მისი პარტია „ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი პარტიაა“, რომლის წევრებიც თვლიან, რომ საქართველომ უნდა აწარმოოს პრაგმატული პოლიტიკა და ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი არ უნდა იყოს რომელიმე კავშირში გაწევრიანება: „მთავარი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა და აქცენტი უნდა კეთდებოდეს შიდა მშენებლობაზე. იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მაშინ მიგიღებენ და მაშინ იქნება კარი ღია, როდესაც შენ წარმატებული ხარ“. ამასთან „დილის საუბრების“ სტუმარი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს „მეზობლების განწყობები“ და ის, რომ რუსეთი ნატოს „სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ“ თვლის. „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ - ამბობს თამარ კიკნაძე და ფიქრობს, რომ საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში რომ შესულიყო ნატოში, ნაკლები საფრთხე დაემუქრებოდა, მაგრამ დღეს ნატოში ინტეგრაციის რიტორიკას საფრთხის მომტანად აფასებს. ამასთან, საჭიროდ თვლის რუსეთთან „დიალოგის რეჟიმში“ ურთიერთობას. თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის წარმომადგენელმა ეკონომიკური ხასიათის ინიციატივებს შორის პროგრამიდან გამოყო კოოპერაციების შესახებ. პარტია ახლა არსებულ კანონს კოოპერაციების შესახებ იწუნებს და საჭიროდ თვლის ახალი, სიცოცხლისუნარიანი კანონის მიღებას. თამარ კიკნაძე ამბობს, რომ სოციალური პროგრამა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ სოციალურ დახმარებებზე და რომ ამ პრობლემის გადაჭრა დიდწილად სამუშაო ადგილების შექმნაზეა დამოკიდებული. თამარ კიკნაძე ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს შორის უპირველესად განათლების რეფორმას თვლის და თავის პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სტუდენტების ყოველი ნაკადი წინა წლისაზე უარესად მომზადებულია. გარემოს დაცვის საკითხზე თამარ კიკნაძემ თქვა, რომ ეს სფერო საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, შეიქმნას შესაბამისი პროგრამა და კვალიფიციური სამსახურები.

თამარ კიკნაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:21:13 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG