Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დუმის სპიკერი დანიშნა უცხოეთის დაზვერვის ხელმძღვანელად


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარლამენტის სპიკერი, სერგეი ნარიშკინი დანიშნა უცხოეთის დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელად. ეს არის მორიგი ნაბიჯი კრემლსა და უშიშროების სტრუქტურებში მიმდინარე საკადრო ცვლილებების პროცესში. პუტინმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა 22 სექტემბერს, ნარიშკინთან და სააგენტოს უკვე ყოფილ უფროსთან, მიხაილ ფრადკოვთან შეხვედრის დროს. „მნიშვნელოვანია დროულად მოვიგერიოთ საფრთხეები, რომლებიც რუსეთს ექმნება ... საფრთხე ადრეულ ეტაპზე უნდა იქნეს ნეიტრალიზებულიო“ - კრემლის დოკუმენტების თანახმად, პუტინმა ამ სიტყვებით მიმართა ნარიშკინს, რომელიც ახალ პოსტზე მუშაობას 5 ოქტომბერს დაიწყებს.ნარიშკინი დიდი ხანია პუტინის მხარდამჭერია, პუტინის მსგავსად ისიც სანკტ-პეტერბურგიდან არის. 61 წლის ნარიშკინი, გავრცელებული ცნობებით, უწინ საბჭოთა უშიშროებაში მუშაობდა, მათ შორის საბჭოთა კავშირის საელჩოში ბრიუსელში, 1980-იან წლებში.

XS
SM
MD
LG