Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში მიგრანტების საკითხზე მოწყობილ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ აქვს


უნგრეთში ორ ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი, მაგრამ მოსახლეობის პასიურობის გამო მის შედეგებს იურიდიული ძალა არ აქვს. უნგრეთის ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი მივიდა ურნებთან, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, მიიღებდა თუ არა ეს ქვეყანა ევროკავშირის გეგმას, რომელიც მიგრანტების განაწილების კვოტების სისტემას ითვალისწინებს. ამ ქვეყნის პრემიერი, ვიქტორ ორბანი წინააღმდეგია თავის ქვეყანაში მიგრანტების შეშვებისა. მთავრობამ ორი ზღუდე აღმართა საზღვარზე, რათა ლტოლვილებს არ შეეღწიათ ქვეყანაში. ორბანმა თანამემამულეთ მოუწოდა, არ მისცენ ხმა ევროკავშირის კვოტების სისტემას. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა შარშან დაადგინეს, რომ დაწესდეს კვოტები, რათა მოხდეს 120 ათასი მიგრანტის უშუალოდ შენგენის ზონის საზღვრისპირა ქვეყნებიდან სხვა სახელმწფოებში განაწილება. ხმის მიცემის დაწყებამდე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რეფერენდუმში მონაწილეთა შორის დიდი ნაწილი კვოტების სისტემის წინააღმდეგია.

XS
SM
MD
LG