Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს ანტონიო გუტერეში


გაერომ გენერალური მდივნის პოსტზე აირჩია პორტუგალიელი პოლიტიკოსი ანტონიო გუტერეში. 66 წლის გუტერეში ათ წელიწადს სათავეში ედგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. გენერალური მდივნის რანგში მუშაობას გუტერეში 2017 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. 2007 წლიდან დღემდე გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა უკავია სამხრეთკორეელ დიპლომატს ბან კი მუნს, რომელსაც ამ პოსტზე ყოფნის ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

XS
SM
MD
LG