Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში უშედეგოდ დასრულდა საერთაშორისო შეხვედრა სირიის საკითხზე


შევეიცარიის ქალაქ ლოზანაში შაბათს ეშედეგოდ დასრულდა შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებს შორის შეხვედრა, რომელიც სირიის კრიზისის მოგვარებას ეძღვნებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ასევე სირიის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარგზავნილი სტაფან დე მისტურა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 17 ოქტომბერს გააგრძელებენ მოლაპარაკებებს. 9 სექტემბერს რუსეთმა და აშშ-მა მიაღწიეს საზავო შეთანხმებას, რომელზეც ნახევარ წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ. 19 სექტემბერს ცეცხლი განახლდა პროვინცია ალეპოში ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმის შემდეგ. აშშ-მა ამ აქტში რუსეთის სამხედროებს დასდო ბრალი და შეწყვიტა სირიის საკითხში მოსკოვთან თანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG