Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

"კერძო საკუთრების ინვენტარიზაცია“ – ვის ინტერესებს ემსახურება პროექტი


სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი, ხელისუფლების ინიციატივით, 2016 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კანონის მიხედვით, აქციის დასრულების შემდეგ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიმართა იუსტიციის სახლებს უძრავი ქონების დასაკანონებლად.

ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია, თუმცა მსურველთა რაოდენობა რომ გაზრდილია, ამის შესახებ საკადასტრო სამსახურებშიც საუბრობენ. სპეციალისტების განმარტებით, სახელისუფლებო ინიციატივამ პრობლემა შეუქმნა როგორც მოსახლეობას, ასევე მხაზველებს. ნახაზების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუკი ნაკვეთის რეგისტრაცია მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკადასტრო სამსახურების საქმიანობას ეკონომიკის სამინისტრო არ ანაზღაურებს.

"კადასტრი რეესტრი პლუსი“ პროექტში ჩასართავად ელექტრონულად დარეგისტრირდა სპეციალურ ვებგვერდზე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, დოკუმენტაცია ბევრი მიზეზის გამო შეიძლება დახარვეზდეს. დავით გოგოლაძე ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ხელისუფლებას დაწესებული ვადის გახანგრძლივება მოუწიოს, რადგან არასწორად დახაზული დოკუმენტების რაოდენობა და, შესაბამისად, მინიჭებული საკადასტრო კოდები ძალიან ბევრია.

დავით გოგოლაძე პროექტის პრობლემურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას: პირველი - ნაკვეთის დახაზვის განსხვავებული სპეციფიკა, რომელიც სისტემური რეგისტრაციის ხარვეზის გამო მთლიანად გაუქმებას და თავიდან დარეგისტრირებას გულისხმობს; მეორე - საკუთრების რეგისტრაცია, რომელიც ხელისუფლების თავდაპირველ ინიციატივას ეწინააღმდეგება, და მესამე – დოკუმენტაციათა ჩამონათვალს, კიდევ ერთი დაემატა – ადგილობრივი რწმუნებულის თანხმობა, რომელიც კიდევ უფრო აჭიანურებს დოკუმენტაციის დროულად მიღებას. ვითარებას ართულებს ისიც, რომ მხოლოდ პირველადი რეგისტრაციაა უფასო და არა ცვლილების ან გასწორების რეგისტრაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG