Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სამხედრო დაზვერვის ყოფილ უფროსს სთავაზობს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხედრო დაზვერვის ყოფილ უფროსს, მაიკლ ფლინს შესთავაზა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი. ფლინი ორი წლის განმავლობაში მსახურობდა სამხედრო დაზვერვის სააგენტოს დირექტორის პოსტზე, რომელიც დატოვა 2014 წელს და პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ წამყვან კრიტიკოსად იქცა. მაიკლ ფლინი განსაკუთრებით უპირისპირდება აშშ-ის ბრძოლას ექსტრემისტული ორგანიზაციას „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ აშშ-ი უფრო დაუცველია ტერორისტული საფრთხის წინაშე, ვიდრე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის წინ იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობია დათანხმდა, თუ არა ფლინი ასეთ შეთავაზებას. თუმცა, როგორც „როიტერსი“ წერს ტრამპის ერთ-ერთი წარმომადგენელზე დაყრდნობით, „როცა აშშ-ის პრეზიდენტი გთავაზობს სამსახურს, აქ შეიძლება მხოლოდ ერთი პასუხი იყოს“.

XS
SM
MD
LG