Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გაიზარდა დასავლეთთან უკეთესი ურთიერთობის მომხრეთა რიცხვი


რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 2015 წლის შუა პერიოდის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ პირთა რიცხვი, ვინც დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ემხრობა. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი დამოუკიდებელი სააგენტოს, „ლევადას“ მიერ 29 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოკითხულების 71% ემხრობა დასავლეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ ურთიერთობებს. ეს მაჩვენებელი სულ 50% იყო 2015 წლის ივლისში. ასევე „ლევადას“ მონაცემებით, გამოკითხულების 52% ფიქრობს, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ნატოს წევრებს შეიძლება ეშინოდეთ რუსეთის. 37%-ის აზრით, ასეთი მიზეზი არსებობს.

XS
SM
MD
LG