Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბრალდება წაუყენეს ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გამო დაკავებულ პირს


საქართველოში ოფიციალური ბრალდება წაუყენეს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, დავით დევნოზაშვილს, რომელიც დაკავებულ იქნა ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით. მთავარმა პროკურატურამ 6 დეკემბერს გამოაცხადა საქმის გახნის შესახებ. საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯაშუშობისთვის გასამართლებული ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე უდნაშაულო არიან და ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ დასაჯა 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის ამსახველი კადრების გადაღება-გავრცელებისთვის. სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, დევნოზაშვილის გარდა, კიდევ ერთი პირის მიმართ. ეს არის სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულების ყოფილი უფროსი, ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ახლა ინტერპოლის არხებით იძებნება.

XS
SM
MD
LG