Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სირიის არმიამ შეაჩერა ოპერაცია აღმოსავლეთ ალეპოში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის არმიამ შეაჩერა ბრძოლა აღმოსავლეთ ალეპოში, ანუ სირიის ამ ქალაქის რაიონებში, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის მედიის ცნობით, ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ეუთოს მინისტერიალის დროს გამართულ შეხვედრაზე. ლავროვის განმარტებით, მიზანია საბრძოლო ზონაში მყოფი 8000-მდე სამოქალაქო პირის ევაკუაცია. ცნობების თანახმად, ლავროვმა ჰამბურგში ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან საუბრის შემდეგ გამოაცხადა აგრეთვე, რომ მიღწეული შეთანხმებით, რუსი და ამერიკელი სამხედრო ექსპერტები 10 დეკემბერს ჟენევაში გამართავენ შეხვედრას აღმოსავლეთ ალეპოში პრობლემის „საბოლოოდ მოსაგვარებლად“.

XS
SM
MD
LG