Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყსა და სირიაში ორ წელწიდაში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ 50 ათასამდე მებრძოლი


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, 2014 წლიდან მოყოლებული ერაყსა და სირიაში მოკლულია ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“, სულ ცოტა, 50 ათასი მებრძოლი. აშშ-ის ხელმძღვანელობით მებრძოლ კოალიციას 16 ათასამდე საჰაერო იერიში აქვს განხორციელებული. ამავე დროს კოალიცია წვრთნის და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს ექსტრემისტებთან მებრძოლ ადგილობრივ შეიარაღებულ ჯგუფებს. პენტაგონის წარმომადგენლების შეფასებით, საჰაერო ოპერაციები ისტორიაში ყველაზე წარმატებულია სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილების კუთხით. ამ მიზანს აღწევენ დიდი სიზუსტით გამორჩეული „ჭკვიანი ბომბების“ გამოყენებით. ოფიციალური პირების ინფორმაციით, კოალიციის იერიშების შედეგად იმდენად შემცირდა გამოცდილი მებრძოლების რიცხვი, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მოზარდებს იყენებს თავისი მთავარი დასაყრდენების, ერაყის ქალაქ მოსულისა და სირიის ქალაქ რაყის დასაცავად.

XS
SM
MD
LG