Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპეკის არაწევრი ქვეყნები მზად არიან, შეამცირონ ნავთობის მოპოვება


ოპეკის არაწევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეამცირონ ნავთობის მოპოვება. ამის თაობაზე ცნობილი გახდა ვენაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ. ოპეკის შეხვედრას ამ ორგანიზაციის არაწევრი 11 ქვეყანა ესწრებოდა, მათ შორის რუსეთი და ყაზახეთი. ისინი დათანხმდნენ, დღეში მოიპოვონ 600 ათასი ბარელით ნაკლები, ვიდრე ამ ეტაპზე. ამასთან, ამ მოცულობის ნახევარი რუსეთზე მოვა. ოპეკის გენერალურმა მდივანმა, მოჰამედ ბარკინდომ განაცხადა, რომ რუსეთი უდიდეს პასუხიმგებლობას კისრულობს, მან შეხვედრას "ისტორიული" უწოდა. ოპეკის წევრებმა ნავთობის წარმოების შესახებ შეთანხმებას ადრე მიაღწიეს. მის თანახმად, დღიური მოპოვება 1,2 მილიონი ბარელით უნდა შეემცირებინათ, რათა ნავთობს ფასი ხელოვნურად გაეზარდათ. ამას, ნოემბრის ბოლოს ნავთობის ფასის გაზრდა მოჰყვა 17 პროცენტით. 2014 წელს საუდის არაბეთმა სწრაფად გაზარდა ნავთობის მოპოვება, ბაზარზე აშშ-ის შევიწროების მიზნით. ნავთობის გაიაფებამ დარტყმა მიაყენა ნავთობის დიდ მწარმოებლებს, საუდის არაბეთს და რუსეთს. ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ირანი, ოპეკის წევრი, სანქციების გაუქმების შემდეგ ლამობდა, წარმოება სანქციებამდე პერიოდის დონეზე მიეყვანა და არ ეთანხმებოდა შემცირებას.

XS
SM
MD
LG