Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტის ვარსკვლავი ავღანელი ბიჭი შეხვდა თავის საყვარელ ფეხბურთელს, მესის


ავღანელი ბიჭი, 6 წლის მურთაზ აჰმედი, რომელმაც ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა, შეხვდა თავის საყვარელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის. არგენტინელი ვარსკვლავი და ავღანელი ბიჭუნა ერთად გამოვიდნენ დოჰის სტადიონზე, მატჩის დაწყებამდე. ეს შეხვედრა მოაწყო ყატარში 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა. 6 წლის ავღანელმა ბიჭუნამ სახელი გაითქვა წელს ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით, რომლებზეც აცვია თვითნაკეთი, პოლიეთილენის პარკისგან შეკერილი მაისური წარწერით „მესი“ და „10“ - ანუ ნომრით, რომლითაც ლიონელ მესი თამაშობს. ინტერნეტში ფოტოების გავრცელების შემდეგ მალევე, მესიმ ნამდვილი მაისური გაუგზავნა ავღანელ ბიჭს.

XS
SM
MD
LG