Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჯეპ ტაიპ ერდოანი ტერაქტზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა კავშირს აკისრებს


13 კაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა ცენტრალურ თურქეთში მდებარე ქალაქ კაისერში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, რაშიც თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში აკრძალული ქურთ მუშათა კავშირი დაადანაშაულა. დაღუპულთა უმრავლესობა, გარვცელებული ინფორმაციით, სამხედროები არიან. თურქეთის პრეზიდენტის მიერ 17 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა მოაწყო „სეპარატისტთა ტერორისტულმა ორგანიზაციამ“, რომელმაც იერიში განახორციელა ავტობუსზე, რომელსაც მორიგეობიდან დაბრუნებული სამხედროები გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა არავის აუღია. დეკემბრის განმავლობაში ეს უკვე მეორე სისხლიანი ტერაქტია თურქეთში. 10 დეკემბერს სტამბოლში ორმა აფეთქებამ შეიწირა 38 ადამიანი და 166 დააშავა. აფეთქება მოხდა „ბეშიქთაშისა“ და „ბურსასპორის“ საფეხბურთო გუნდების მატჩის შემდეგ, სტადიონის მახლობლად. პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა.

XS
SM
MD
LG