Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აცხადებს, რომ ელჩის მკვლელობის მიუხედავად სამმხრივი შეხვედრა მაინც გაიმართება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის მიუხედავად მოსკოვში დაგეგმილ ვადებში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა სირიის საკითხზე. 20 დეკემბერს მოსკოვში უკვე ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თურქეთში მოკლეს რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი, რომელსაც მკვლელმა იმ დროს ესროლა, როდესაც დიპლომატი ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოდიოდა.

XS
SM
MD
LG