Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: „რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეზე ძლიერია“


რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო თვალსაზრისით დღესდღეობით რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე ძლიერია. ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული სამხედრო კოლეგიის მუშაობაში, რომელზეც თავდაცვისუნარიანობის შესახებ წლის შემაჯამებელი მოხსენება გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. სერგი შოიგუს თქმით, რუსეთისათვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის გეგმა, რაც ბირთვული საავიაციო ბომბებისა და ევროპაში მათი განთავსების პროგრამის მოდერნიზებას შეეხება. „საქმე ეხება დაახლოებით 200-მდე განახლებულ ამერიკულ საბრძოლო მასალას, რომლებიც ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდში, გერმანიასა და თურქეთშია თავმოყრილი“, - განაცხადა შოიგუმ. თავის მოკლე სიტყვაში, რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი შეფერხება რუსეთის არმიის მოდერნიზებისა და ჯარების მომზადების გეგმებში. „მსოფლიოში დიდი სისწრაფით განვითარებული მოვლენების გამო, სიტუაცია შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს,“- განაცხადა პუტინმა.

XS
SM
MD
LG