Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის მეორე „შავ ყუთს“ მიაკვლიეს


მყვინთავებმა მიაგნეს რუსეთის არმიის, შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის უკვე მეორე, ეგრეთ წოდებულ „შავ ყუთს“. თვითმფრინავმა, რომელიც სირიაში მიფრინავდა და სოჭის აეროპორტში გასამართად შეჩერდა, კატასტროფა განიცადა 25 დეკემბერს, სოჭის სანაპიროს მახლობლად. პირველი „შავი ყუთი“ 27 დეკემბერს ნახეს.კატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 92 ადამიანი, მათ შორის ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის 68 წევრი. ისინი სირიის ხმეინის სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცებისათვის საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მიეშურებოდნენ. ავიაკატასტროფის ადგილზე 28 დეკემბრისთვის 15 გვამს მიაგნეს. ნაპოვნია ასევე გვამების 200 ფრაგმენტი, რომელთა ანალიზი მიმდინარეობს.ჯერ-ჯერობით არაფერი მიანიშნებს ტერაქტზე, იტყობინება რუსეთის უშიშროების სამსახური, განიხილავენ უხარისხო საწვავის გამო ძრავის მწყობლიდან გამოსვლას, ტექნიკურ გაუმართაობას, ან მფრინავის შეცდომას. სპეკულაციები მოჰყვა გავრცელებულ ცნობებს, რომ ნაპოვნია ადამიანების სხეულის და თვითმფრინავის კორპუსის დიდი რაოდენობით ნაწილები.

XS
SM
MD
LG