Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია იძიებს „გირჩის“ მიერ კანაფის საჯაროდ დათესვის ფაქტს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 31 დეკემბერს „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი დათესა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ახალ წლამდე არ შეასრულა პარტიის მოთხოვნა. კერძოდ, საქართველოში არ შეცვალა ნარკოპოლიტიკა, არ მოახდინა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით). სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

XS
SM
MD
LG