Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა შეაჩერეს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა


სირიელი მეამბოხეების ჯგუფები აცხადებენ, რომ წყვეტენ დისკუსიებს სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის მზადებაში იმის გამო, რომ სირიის მთვარობამ არაერთხელ დაარღვია ოთხი დღის წინ ამოქმედებული ზავი. მთავრობის ჯარებმა 2 იანვარს გაააქტიურეს იერიშები დამასკისა და ალეპოს გარშემო, ამ ქალაქების წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. „თავისუფალი სირიის არმიაში“ გაერთიანებული მეამბოხეების ჯგუფების განცხადებით, სირიის არმიისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფების ტერიტორიული წინსვლა ბოლოს მოუღებს სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობას, ისევე როგორც ზავს, რომელიც 30 დეკემბერს ამოქმედდა რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით. რუსეთი და თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ სირიის ომში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს ემხრობიან, ერთად მუშაობენ მიმდინარე თვეში ყაზახეთში, დედაქალაქ ასტანაში სამშვიდობო მოლაპარაკების ჩასატარებლად. მათ ძალისხმევას გასული კვირის ბოლოს მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს უშიშროების საბჭომ. თუმცა ზავი, რომელიც სირიაში მათი შუამავლობით ამოქმედდა სამშვიდობო მოლაპარაკების მოსამზადებლად, მყარი არ არის.

XS
SM
MD
LG