Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები: „ვიკილიქსი“ რუსებმა მოამარაგეს ჰაკერულად მოპოვებული ელექტრონული წერილებით


აშშ-ის მედია იუწყება, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს რომ, მათი თქმით, რუსებმა მოამარაგეს „ვიკილიქსი“ ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპოვებული ელექტრონული წერილებით, იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინათ გასული წლის ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როიტერის ცნობით, სადაზვევრვო სამსახურებმა გამოვლენილი გასაიდუმლოებული მასალები 5 იანვარს უკვე გადასცეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, დღეს კი მათ გადასცემენ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მნიშვნელოვანია, რომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა უარყო ფაქტი, რომ მან მასალები რუესეთისგან მიიღო. ასანჟის ეს აზრი შემდეგ ტრამპმაც გამოიყენა, როდესაც ეჭვი შეიტანა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში.

XS
SM
MD
LG