Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ: ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ იერუსალიმში ტერაქტი "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერმა განახორციელა


იერუსალიმში ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრში მანქანა დაეტაკა სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს. დაშავებულია 15 ადამიანი. როგორც ისრაელის პოლიცია იტყობინება, 8 იანვარს მომხდარი ინციდენტი „ტერაქტი“ იყო. დაღუპულთაგან სამი ქალი იყო. ავტომანქანის მძღოლი მოკლულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო. ნეტანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ჩაკეტა აღმოსავლეთ იერუსალიმის ჯაბერ მუკაბერის რაიონი, სადაც ცხოვრობდა მანქანის მძღოლი, და ის გეგმავს სხვა ზომებიც გაატაროს მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.

XS
SM
MD
LG