Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 20 პირი


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქვეყნის პარლამენტის შენობასთან მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 20 და დაშავდა 60-მდე ადამიანი. დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა სამოქალაქო პირები და პარლამენტის თანამშრომლები არიან. ოფიციალურ პირთა ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. აფეთქებასთან დაკავშირებით ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები, თუმცა ერთ-ერთი მათგანის თანახმად, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით განხორციელდა. როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სადიყ სადიყიმ უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას მალევე მოჰყვა მეორე აფეთქება, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა. პრესმდივნის განცხადებით, სწორედ ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ ეს კოორდინირებული თავდასხმა იყო.

XS
SM
MD
LG