Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექს ტილერსონი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რადიო თავისუფლების როლს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რექს ტილერსონი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის ხალხთან ურთიერთობის გაგრძელებას იმ მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც წარსულშიც წარმატებული იყო. მან მაგალითად დაასახელა ჩვენი რადიო, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება. ტილერსონმა რუსეთის ხალხთან ურთიერთობის მექანიზმებზე ისაუბრა 11 იანვარს, მისი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომაზე. „უნდა გამოვიყენოთ რუსეთის ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობები იმ მექანიზმებით, რომლებიც წარსულში წარმატებული იყო, მაგალითად, რადიო თავისუფალი ევროპით. ამ ტიპის წყაროების გამოყენებით, აგრეთვე ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებით ისე, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს ინტერნეტზე, რათა შეეძლოთ გაეცნონ ფაქტებს - ფაქტებს, რომლებიც მართლა მოხდა, გაეცნონ ალეტრნატიულ ცნობებს მოვლენებზე, რომლებზეც მათ მოსკოვში უმეტესწილად კონტროლს დაქვემდებარებული მედიასაშუალებები ატყობინებენ. ეს არის მნიშვნელოვანი გზა იმისათვის, რომ დაიწყოს რუსეთის ხალხის ინფორმირება რეალობაზე, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა რექს ტილერსონმა. ის ენერგოკომპანია „ექსონმობილის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია.

XS
SM
MD
LG