Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობის განცხადებით, ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა დამასკთან მდებარე მის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე


სირიის მთავრობის განცხადებით, ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა დედაქალაქ დამასკთან მდებარე მის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. როგორც სირიის შეიარაღებული ძალების სარდლობამ დააზუსტა წუხელ, ღამის განმავლობაში, ჩრდილოეთი ისრაელიდან გაშვებული რამდენიმე რაკეტა დაეშვა სამხედრო ბაზის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რესპუბლიკური გვარდიის ელიტური შენაერთი იყენებს. განცხადებაში საუბარია „აღმაშფოთებელ თავდასხმაზე“, თუმცა არაფერია ნათქვამი მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ. ისრაელს ეს ცნობა არც დაუდასტურებია, და არც უარუყვია. ხსენებული სამხედრო-საჰაერო ბაზიდან, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეზიდენციიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, წარსულში ხორციელდებოდა იერიშები დამასკის რაიონში განთავსებული ანტისამთავრობო ძალების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG