Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მომხდარმა ხანძარმა 20-მდე მეხანძრის სიცოცხლე იმსხვერპლა


სულ ცოტა, 20 მეხანძრე დაიღუპა ცეცხლმოკიდებული მაღლივი შენობის, „პლასკოს“ სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ, თეირანის მერზე, მოჰამად ბაღერ ღალიბაფზე დაყრდნობით იუწყება „ფარსის“ ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო. შენობის შიგნით მეხანძრეები რამდენიმე საათს ებრძოდნენ ხანძარს. თეირანის მერის ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევის მომენტში მის შიგნით 25 მეხანძრე იმყოფებოდა. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევამდე 38 ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც დილით გაჩნდა. „პლასკო“ 1960-იანი წლების დამდეგს არის აშენებული. იგი თეირანის ერთ-ერთი პირველი მაღლივი შენობაა.

XS
SM
MD
LG