Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაანადგურეს პალმირაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი


სირიის საინფორმაციო სააგენტოს, „სანას“ ცნობით, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაანადგურეს სირიის უძველეს ქალაქ პალმირაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი, 16-სვეტიანი რომაული ტეტრაპილონი და მის შიგნით მდებარე II საუკუნის ამფითეატრის ფასადი. ძეგლის განადგურების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაამუნ აბდულქარიმმა. მისი ინფორმაციით, ტეტრაპილონი 10 დღის წინ დაანგრიეს. ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ქალაქ პალმირაზე კონტროლი დაამყარა 2015 წლის მაისში. ისლამურმა სახელმწიფომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური ძეგლზე კონტროლის აღდგენა შეძლო დეკემბერში, ცხრა თვის შემდეგ იმ მოვლენებიდან, როდესაც სამთავრობო ჯარმა და მოკავშირე რაზმებმა ქალაქიდან გააძევეს ექსტრემისტები.

XS
SM
MD
LG