Accessibility links

აშშ-ის ავიაციამ სირიაში ასზე მეტი ალ-ყაიდელი დახოცა


აშშ-ის ოფიციალურ პირთა თანახმად, აშშ-ის ავიაციამ საჰაერო იერიშები განახორციელა სამხედრო ბანაკზე სირიაში და ასზე მეტი ალ-ყაიდელი დახოცა. ეს იყო ბოლო ანტიტერორისტული იერიში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. ცნობით, „ბი-52ის“ ტიპის ერთი ბომბდამშენი და დაუდგენელი რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა იერიშში, რომელიც 19 იანვარს, დაისის შემდეგ განხორციელდა ალეპოს დასავლეთში, თურქეთის საზღვართან.

XS
SM
MD
LG