Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობა აცხადებს, რომ ებრძვის ისლამური ჯგუფის წევრებს


ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობა აცხადებს, რომ უშიშროების ძალები სპეცოპერაციას ატარებენ რუსეთში აკრძალული ისლამური ჯგუფის, ჰიზბ უთ-თარირის წევრობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ. ყირიმის ეთნოსთაშორისი საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი, ზაურ სმირნოვი აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ქალაქ ბახჩისარაიში მიმდინარეობა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ოქტომბერში სულ მცირე ხუთი ყირიმელი თათარი დააკავეს ამ ჯგუფის წევრობაში ეჭვის საფუძველზე. სექტემბერში სამხრეთ რუსეთში მოიქმედმა სასამართლომ ოთხ ყირიმელ თათარს მიუსაჯა ხანგრძლივი პატიმრობა, მას შემდეგ, რაც ისინი ჰიზბ უთ-თარირის წევრებად სცნო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ ყირიმის მკვიდრი, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის მიმართ მოპყრობის გამო მას შემდეგ, რა რუსეთმა 2014 წელს უკრაინისგან ყირიმის ანექსია მოახდინა. ვრცელდება ცნობები ყირიმელი თათრების დაპატიმრების, უგზო-უკვლოდ გაქრობის და მკვლელობის შესახებ.

XS
SM
MD
LG