Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან


დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან. ახლახან ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძალზე ადრეა რუსეთისთვის სანქციების გაუქმებაზე ლაპარაკი. ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გახსნილია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რასაც ძალზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს. მან ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას. ტრამპმა აღნიშნა, რომ, როგორც ბიზნესმენს, ერთიან ევროპასთან საქმის წარმოების სავალადო გამოცდილება აქვს. თავის მხრივ, ტერეზა მეიმ თქვა, რომ ტრამპისგან მიიღო ნატოსადმი ვაშინგტონის სრული მხარდაჭერის პირობა.

XS
SM
MD
LG