Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის ცნობით, მოკლულია ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი


აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა მოკლეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი, რომლებიც, მთავრობის ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. მიღებული ცნობების თანახმად, ეჭვმიტანილები მოკლეს 31 იანვარს განხორციელებული საგანგებო ოპერაციის შედეგად, რომლის მსვლელობაში ეჭვმიტანილებმა სამართალდამცველებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის მეხუთე სავარაუდო წევრი დააპატიმრეს. უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ აღნიშნული ჯგუფი დაკავშირებულია დაუდგენელ რელიგიურ ექსტრემისტულ ჯგუფთან. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ორმხრივ სროლასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება.

XS
SM
MD
LG