Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექს ტილერსონი სენატმა დაამტკიცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე


1 თებერვალს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რექს ტილერსონის კანდიდატურას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე. 52 რესპუბლიკელი სენატორის გარდა, ტილეროსნის კანდიდატურას დადებითი ხმა მისცა ოთხმა დემოკრატმაც. რექს ტილერსონი ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანია „ექსონმობილის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ახორციელებდა ნავთობმომპოვებელ საქმიანობას, მათ შორის რუსეთში, სადაც 2012 წელს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელშეწყობით, სახელმწიფო კომპანია „როსნეფტსა“და „ექსონმობილს“ შორის ხელი მოეწერა დიდ გარიგებას. 64 წლის რექს ტილერსონი სრულად იზიარებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ. თუმცა, სენატში 12 იანვარს გამართულ მოსმენაზე ტილეროსნმა განაცხადა, „რუსეთთან ურთიერთობისას ვაშინგტონი ფხიზლად უნდა იყოსო“. სენატში გამართულ მოსმენაზე გამოსვლისას მან შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მოქმედებების გამო და დასძინა, რომ აშშ-მა უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები და მოკავშირეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

XS
SM
MD
LG