Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები ბრძოლას აგრძელებენ


თამაზ დოლაბერიძე
თამაზ დოლაბერიძე

რამდენიმე დღის წინ „რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს - სამსახურში მისულებს საშვები გაუქმებული დახვდათ. ისინი დღემდე უშედეგოდ მართავენ აქციებს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ჯერჯერობით უშედეგოა ქარხნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება, რომელშიც პროფკავშირიც მონაწილეობს.

გათავისუფლებული მუშები აცხადებენ, რომ მათ უკან მათი ოჯახები დგანან, თითქმის ყველას ბანკის ვალი აქვს, რუსთავში კი, მათი განცხადებით, სამუშაოს შოვნის არანაირი შანსი არ არსებობს. 2 თებერვალს ქარხნის ადმინისტრაციის შენობასთან „რუსთავის აზოტის“ სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი აქცია გაიმართა. რა ბედი ელით „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულ თანამშრომლებს და შეძლებს თუ არა პროფკავშირი მათ დახმარებას? - რადიო თავისუფლება გთავაზობთ ინტერვიუს ამ საკითხზე საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარესთან, თამაზ დოლაბერიძესთან.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG