Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი დღეს იმსჯელებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შესახებ


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს საერთო სასამართლოების კანონსა და მისგან გამომდინარე კანონებში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა 24 იანვარს, ვეტო დაადო სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ პრეზიდენტის ვეტოს სამწუხარო უწოდა. „ვფიქრობ, რომ ვეტოს დავძლევთ, რადგან ეს არის რეალურად ის მესამე ტალღა, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს სასამართლოს გაჯანსაღებას“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ. მისივე თქმით, სასამართლოს რეფორმირების მესამე ტალღა შეესაბამება ვენეციის კომისიის და ზოგადად, დასავლეთის სულისკვეთებას.

XS
SM
MD
LG