Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე


საქართველოს პარლამენტმა 97 ხმით დაძლია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. მარგველაშვილმა მათ ვეტო დაადო მიმდინარე წლის 24 იანვარს, რადგან, მისი შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ცალკეული დებულებები ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს. პრეზიდენტის შენიშვნები ძირითადად ისეთ საკითხებს შეეხებოდა, როგორიცაა სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესი და მოსამართლეთა უვადო დანიშვნამდე დაწესებული გამოსაცდელი ვადის გაუქმება. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნია.

XS
SM
MD
LG