Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ჩინელ კოლეგას გაუგზავნა წერილი ურთიერთობაში დაძაბულობის განსამუხტად


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გაუგზავნა წერილი, რომელიც მიჩნეულია ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვის მცდელობად. პრეზიდენტად ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მას ჯერ არ გაუმართავს პირადი საუბარი ძინპინთან. წერილში დონალდ ტრამპი გამოთქვამს ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარების სურვილს. ის მადლობას უხდის კოლეგას ინაუგურაციასთან დაკავშირებით მილოცვის გაგზავნისათვის და, თავის მხრივ, ჩინელ ხალხს ულოცავს ახალ წელს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა 8 თებერვალს გაავრცელა. პეკინმა დაადასტურა წერილის მიღება და განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. დონალდ ტრამპმა ჩინეთის უკმაყოფილება გამოიწვია, როცა შარშან დეკემბერში ტელეფონით ესაუბრა ტაივანის პრეზიდენტს. ჩინეთი ტაივანს მიიჩნევს თავის პროვინციად, რომელსაც არა აქვს სხვა სახელმწიფოებთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების უფლება. ურთიერთობა დაძაბა ტრამპის მუქარამაც, რომ გაზრდის ჩინეთიდან იმპორტზე გადასახადს, რადგან ჩინეთი, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის აზრით, ხელოვნურად აიაფებს საკუთარ ვალუტას და სამუშაო ადგილებს „იპარავს“ შეერთებული შტატებისაგან.

XS
SM
MD
LG