Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი იწყებს სადაოდქცეული „მოსმენების კანონპროექტის“ განხილვას


საქართველოს პარლამენტი დღეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ ინიცირებული პროექტით, ახალი უწყება - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დამოუკიდებლობის მაქსიმალური გარანტიებით არის აღჭურვილი და მკაცრად განსაზღვრულ გარე კონტროლს ექვემდებარება. ოპოზიცია კი მკაცრად აკრიტიკებს აღნიშნულ კანონპროექტს. დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით, 9 თებერვალს უმრავლესობამ უარი თქვა პრეზიდენტთან კონსულტაციებზე. 18 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტს თავდაპირველად თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. ამის შემდეგ განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება. მოგვიანებით საკითხი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

XS
SM
MD
LG