Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ლტოლვილების მომხრეთა დემონსტრაციები გაიმართა გერმანიის ქალაქებში


რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. მათი პროტესტი მიმართული იყო ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, დააბრუნონ ავღანეთში ლტოლვილები, რომლებსაც არ მიენიჭათ თავშესაფრის სტატუსი. ჰამბურგში მოწყობილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თანახმად, ამ ადამიანებს, რომლებსაც აიძულებენ დაბრუნდნენ ავღანეთში, არ შეეძლებათ იცხოვრონ უსაფრთხოდ. ღირსეული არსებობა ამ პირობებში შეუძლებელია, დასძინეს მათ. უდიდესი დემონსტრაცია გაიმართა ბერლინში და დიუსელდორფში. დემონსტრაციების ორგანიზატორების თანახმად, 12 ათასამდე ლტოლვილს უპირებენ ავღანეთში დეპორტაციას.

XS
SM
MD
LG