Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურბანგული ბერდიმუხამედოვს ამომრჩეველთა თითქმის 100%-მა დაუჭირა მხარი


თურქმენეთის ერთპიროვნულმა მმართველმა, პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა შეინარჩუნა პოსტი, მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 97,69%-ით მესამედ იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე ძალიან მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა. ოფიციალური მონაცემებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 97%-მა მიიღო მონაწილეობა. თუმცა, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ძალიან ცოტა ამომრჩეველი იხილა დედაქალაქ აშხაბადის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. 12 თებერვლის არჩევნების შედეგად, პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2006 წლიდან იმყოფება, გაზრდილი ვადით - 7 წლით უხელმძღვანელებს თურქმენეთს.

XS
SM
MD
LG