Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მედია: დააკავეს სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი


თურქეთის მედიის ცნობით, პოლიციამ დააკავა სტამბოლში ახალი წლის ღამის მოწყობილი თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თავდასხმის დროს შეიარაღებულმა პირმა 39 ადამიანი მოკლა ფეშენებელურ ღამის კლუბში. 14 თებერვალს გავრცელებული ცნობებით, 12 თებერვალს სტამბოლში დააკავეს საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც წარმომავლობით თურქია. ერთი თვით ადრე, 16 იანვარს ასევე სტამბოლში შეიპყრეს სავარაუდო თავდამსხმელი, უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელმაც მოტივად დაასახელა შორისძიება სირიაში თურქეთის მოქმედებისათვის.

XS
SM
MD
LG