Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს აშშ-ის მოქალაქე, რომელზეც ძებნა აქვს გამოცხადებული უზბეკეთს


საქართველოში დააკავეს აშშ-ის მოქალაქე, რომელზეც უზბეკეთს ძებნა აქვს გამოცხადებული ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში ეჭვმიტანის საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 39 წლის ამერიკელი, რომელსაც მხოლოდ ინიციალებით (ლ.კ.) მოიხსენიებენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავება მოხდა ინტერპოლის ტაშკენტის ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე. სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქეზე უზბეკეთმა ძებნა გამოაცხადა ტერორიზმში, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ ეჭვმიტანის საფუძველზე. ამჟამად განიხილავენ დაკავებული პირის უზბეკეთში ექსტრადიციის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG