Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, უდანაშაულოდ ცნეს მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები, გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია


საქართველოში სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის, მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები, გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ. მათ 15-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი 2014 წელს, 2006 წელს მისჯილი სამუდამო პატიმრობის შემსუბუქების შედეგად. გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია 20 თებერვალს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სხდომათა დარბაზშივე გაათავისუფლა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ. ისინი, გახმაურებულ საქმეში გამოკვეთილ სხვა პირებთან ერთად, სრულიად უდანაშაულოდ არიან ცნობილი. მრავალწლიანი დაუსაბუთებელი პატიმრობის უკან გია გვიჩიანი წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ხედავს. ცნობების თანახმად, დაწყებულია გამოძიება ნიკა ლომინაძის ნამდვილი მკვლელის ვინაობის დასადგენად.

XS
SM
MD
LG