თოჯინები, რომლებიც არ იცინიან
ნანა ყაულაშვილის სახლში 42 ხელნაკეთი თოჯინა ცხოვრობს. მისი თოჯინები ცხოვრობენ ქართველი თუ უცხოელი კოლექციონერების სახლებშიც. ნანა პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგია, თუმცა ექვსი წლის წინ ინტერნეტის დახმარებით თოჯინების კეთების ხელოვნებას დაეუფლა და მეთოჯინეობა მის მეორე პროფესიად იქცა. ნანა ყაულაშვილის თოჯინები გასული საუკუნეების ზღაპრულ პერსონაჟებს ჰგვანან. ამბობს, რომ არასდროს იცის, როგორი იქნება მისი თოჯინა. ის წინასწარ არასდროს ხატავს ესკიზს. ნანა ყაულაშვილის თოჯინებს თიხის სახე და ხელ-ფეხი და რკინის კონტრუქციაზე დამაგრებული რბილი ტანი აქვთ. თითოეული თოჯინის დამზადებას ორი კვირიდან ორ თვემდე ანდომებს - გააჩნია თოჯინის ზომას და ტანსაცმლის სირთულეს. თოჯინების სიმაღლე კი რამდენიმე სანტიმეტრიდან ერთ მეტრზე ზევით შეიძლება იყოს. ნანა ყაულაშვილი ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებზე და მისი მისტიური თოჯინები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“