Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“-ის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ განაცხადს


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული, შრომატევადი საქმეა და დროს მოითხოვს, მაინც ვცდით. პარასკევს შეგვაქვს ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

XS
SM
MD
LG